www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგანმანათლებლო ინოვაციების კვლევის სპეციალისტი/ფსიქოლოგი
მომწოდებელი: GoandGrow
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული სტარტაპი "GoandGrow" (http://www.goandgrow.ge) ეძებს საგანმანათლებლო ინოვაციების მკვლევარს, რომელიც დაინტერესებულია განათლების მიმართულების ცვლილებით და ეფექტურობის ამაღლებით, აქვს ღია აზროვნება, დაინტერესებულია კოგნიტიური ფსიქოლოგიით და ტვინის ნეიროპლასტიურობის საკითხებით!

თუ გაინტერესებთ განახორციელოთ განათლების მიმართულებით პოზიტიური ცვლილებები, იმუშაოთ მექანიზმებზე, რომელიც მიმართულია ადამიანების უნარების განვითარებისკენ, გაინტერესებთ კვლევები და აღმოჩენები, იმუშაოთ სხვა და სხვა ტიპის სავარჯიშოს შექმნაზე, რომელიც ადამიანის კოგნიტიურ უნარებს განავითარებს, მაშინ აღნიშნული ვაკანსია თქვენთვის არის.

"GoandGrow" (http://www.goandgrow.ge) "Future Laboratory"-ის პროექტია, რომელიც საქართველოში წამყვანი კომპანიაა საგანმანათლებლო ინოვაციების მიმართულებით. კომპანია ახორციელებს სკოლებში და უნივერსიტეტებში სწავლების ახალი მეთოდების დანერგვას.

"GoandGrow"კვლევითი განყოფილება უზრუნველყოფს პერსპექტიული საგანმანათლებლო ტექნოლოგიების, მეთოდების კვლევას და დამუშავებას, ასევე საკუთარ მეთოდოლოგიებზე მუშაობას, რომელიც ზრდის ცოდნის ათვისების ხარისხს, უზრუნველყოფს 21-ე საუკუნის უნარების გაზომვას და სწრაფ განვითარებას.

"GoandGrow"-მ 2 თვეში 1500 მეტი მომხმარებელი შეიძინა, რომელიც სისტემით ყოველდღიურად სარგებლობს. "GoandGrow"-ს აქვს დაგეგმილი საერთაშორისო ბაზარზე გასვლა.

კანდიდატმა მნიშვნელოვანია გამართულად იცოდეს ქართული და ინგლისური, სასურველია რუსულიც.

დატვირთვა: სრული

კანდიდატი განახორციელებს:

** სწავლების მეთოდების მოძიებას, ანალიზს, შედარებას
** კონკრეტული სავარჯიშოების აგებაზე მუშაობას და მათ ყოველდღიურ დამატებას სისტემაში
** სწავლების ახალი მეთოდების ტესტირებას
** პიროვნული უნარების შეფასების მექანიზმებზე მუშაობას
** სწავლების შედეგებზე დაკვირვებას
** ტრენინგების მოდულებზე და სასწავლო კურიკულუმების შედგენაზე მუშაობას
** სტარტაპის განვითარებაზე მუშაობას

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** პუნქტუალურობა და დასახული ამოცანების ბოლომდე მიყვანის უნარი
** მკვლევართა მცირე ჯგუფის კონტროლი და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი/გადამოწმება
** მაღალი ანალიტიკური უნარები
** განათლება ფსიქოლოგიის, ალტერნატივის სახით კანდიდატს შესაძლებელია პრაქტიკული გამოცდილება ჰქონდეს ტესტების შედგენის მიმართულებით ან დამოუკიდებლად მიღებული აქვს განათლება კოგნიტიური ფსიქოლოგიის მიმართულებით
** განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება და მრავალფუნქციურობა
** კრეატიულობა
** ცვლილებების მიმართ მდგრადობა
** განათლების მიმართულების ძირითადი ტენდენციების ცოდნა
** ქართულის და ინგლისურის მაღალ გამართულად ფლობა

ანაზღაურება: 1000 ლარი (დამატებითი პერსპექტივები მზარდ სტარტაპში მუშაობის)

კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი, რატომ სურს სტარტაპ "GoandGrow"-ში მუშაობა და CV, 15 სექტემბრამდე მისამართზე: ikashibadze@futurelab.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |