www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი საიტის შექმნის მომსახურებაზე
მომწოდებელი: EPAG
თანდართული ფაილი: 76736_Website_Structure_3417947.docx
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია" (U.S. Government Exchange Program Alumni Association of Georgia) აცხადებს ტენდერს ასოციაციის საიტის შექმნის მომსახურების შესყიდვაზე.

ასოციაცია არსებობს 2015 წლიდან. მისი მიზანია აშშ-ის მთავრობის ყველა გაცვლითი პროგრამის მონაწილეთა გაერთიანება, პროფესიონალთა პოტენციალის ეფექტური მობილიზაცია, აშშ-სთან და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება და ასოციაციის წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლა.

ამჟამად ასოციაციას ჰყავს 1000-ზე მეტი წევრი. გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა საერთო რაოდენობა კი აღემატება 5000-ს. საიტის შექმნის მიზანია ასოციაციის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება და ასოციაციაში გაწევრიანების გამარტივება.

საიტის შექმნა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.

საიტის ძირითადი სტრუქტურა იხილეთ თანდართულ ფაილში.

მომსახურება ასევე მოიცავს ასოციაციის სამი წევრისთვის ტრენინგის ჩატარებას საიტის განახლების ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას, რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება და ცოდნა. მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: epag.info@gmail.com და მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია:

** კომპანიის სრული დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი;
** საკონტაქტო პირის სახელი და ტელეფონი;
** ფასი, დღგ-ს ჩათვლით;
** სამუშაოს შესრულების სავარაუდო დრო;
** თქვენ მიერ შექმნილი სხვა საიტების ბმულები.

გამარჯვებულია გამოვლენა მოხდება ფასის და შესრულებული პროექტების ხარისხის გათვალისწინებით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მოგვწერონ არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბრისა, 18:00 საათამდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |