www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მცირე და საშუალო ბიზნესის სესხის ოფიცერი
მომწოდებელი: სილქ როუდ ბანკი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

სს "სილქ როუდ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, მცირე და საშუალო ბიზნესის სესხის ოფიცრის პოზიციაზე, საკრედიტო დეპარტამენტში.

ძირითადი ფუნქციები:

** ბიზნეს კლიენტების მოზიდვა, მათთვის საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
** სასესხო განაცხადების განხილვა და ფინანსური ანალიზის ჩატარება;
** პროექტების მომზადება, საკრედიტო კომიტეტზე წარსადგენად;
** საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა, მის ხარისხსა და განვითარებაზე ინტენსიური ზრუნვა;
** ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის მონიტორინგი;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

კომპეტენციები/პიროვნული უნარები:

** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** გაყიდვების უნარი, მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კონკურენტულ გარემოში აქტიური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელურობა, გუნდურობა.

შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი: საბანკო-საფინანსო სექტორში SME მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით);
** გაყიდვების უნარები;
** ფინანსური უწყისების წაკითხვის უნარი;
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა, ბიზნეს კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** რუსული და/ან ინგლისური ენის ფლობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkroadbank.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, სს "სილქ როუდ ბანკმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება სს "სილქ როუდ ბანკის" ბაზაში, 1 წლის ვადით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი, 2020 წ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |