www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: არტფარმა
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

ფარმაცევტული კომპანია "არტფარმა" აცხადებს ვაკანსიებს სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე ქ. თბილისსა და რეგიონებში: იმერეთი, სამეგრელო, აჭარა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება,
** რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა,
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** პრეზენტაციის კარგი უნარი,
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა,
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი,
** მიზანდასახულობა,
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე,
** განვითარების ადაპტირების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალ და მზარდ ანაზღაურებას,
** ბონუსურ სისტემას,
** სოციალურ პაკეტს - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა, სატრანსპორტო ხარჯი და სხვა.
** სტაბილურ და მუშა გარემოს,
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით მისამართზე: vacancy@artpharma.ge (ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება). გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის და რეგიონის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |