www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: UX/UI დიზაინერი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 24 სექტემბერი

სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას UX/UI დიზაინერის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** UX კონცეფციის და სტრატეგიის შექმნა;
** სტილის გაიდის შემუშავება;
** პროდუქტის დიზაინის შექმნა თანამედროვე UX კონცეფციების მიხედვით;
** ახალი პლატფორმების დიზაინის შექმნა სხვადასხვა მოწყობილობისთვის;
** ინტერაქციული დიზაინის მომზადება და მართვა;
** შექმნილი დიზაინის მონიტორინგი და გაუმჯობესება;
** მომხმარებლის ქცევის ანალიზი და პროგნოზირება, UX ის გაუმჯობესების მიზნით;
** კომუნიკაცია პროექტის სთეიქჰოლდერებთან;
** არქიტექტურული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა;

მოთხოვნები:

** UX/UI დიზაინერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინფორმაციული არქიტექტურისა და დიზაინ პატერნების ცოდნა;
** განხორციელებული პროექტების (ვებ-გვერდი, მობილური აპლიკაცია) პროტფოლიოს წარმოდგენა;
** ერთი ან მეტი დიზაინ პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა: Axure, Pixate, Principle, Sketch
** ვებ-ბეიზდ ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება/საფუძვლების ცოდნა (HTML, CSS (SCSS), JQuery, Bootstrap);
** a/b ტესტირების გამოცდილება;
** ვორქფლოუების, იუზერ სცენარების, user story და digital user persona-ს შექმნის გამოცდილება;

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (UX/UI დიზაინერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2020 წლის 24 სექტემბერი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

"ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |