www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: პრემიუმ ფუდსი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 28 სექტემბერი

სადისტრიბუციო კომპანია "პრემიუმ ფუდს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამართლებრივი დოკუმენტაციის: ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მიღება-ჩაბარების აქტების, მემორანდუმების, საპროცესო დოკუმენტების, სხვადასხვა პროექტების შედგენა/მომზადება;
** კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში, კერძო არბიტრაჟში და სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
** შესაბამისი სასამართლო/საარბიტრაჟო დავისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის ანალიზი და შესაბამის პასუხისმგებელ პირთან რეპორტინგი;
** კომპანიის შრომითი პოლიტიკის სამართლებრივი უზრუნველყოფა.
** მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების კონტროლი;
** მენეჯმენტისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება დირექტორის მოთხოვნების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრის ხარისხს მიენიჭება უპირატესობა;
** ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო/საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით;
** იურისტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება რუსული ენის მცოდნე კანდიდატს;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** არგუმენტირების და დასაბუთების უნარი;
** პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაჭრის უნარი;
** გამართულად მეტყველებისა და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@pfg.ge არაუგვიანეს 2020 წლის 28 სექტემბრისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: იურისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |