www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამკვირვებელი
მომწოდებელი: მრავალეროვანი საქართველო
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

არასამთავრობო ორგანიზაცია - საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო", "ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" (USAID) დაფინანსებული პროგრამის "საარჩევნო პროცესების მონიტორინგი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზე დამკვირვებელთა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად.

ორგანიზაცია დააკვირდება არჩევნებს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, ასევე თბილისში.

დამკვირვებლის მოვალეობები:

** ორგანიზაციის ეგიდით დააკვირდეს უშუალოდ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე განვითარებულ მოვლენებს;
** უზრუნველყოს საარჩევნო პროცედურების შესრულების ეფექტური მონიტორინგი;
** საარჩევნო უბანზე ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია PMMG-ის ცენტრალურ ოფისს;
** საარჩევნო უბანზე გამოვლენილი პროცედურული ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში მოახდინოს ეფექტური რეაგირება და მოამზადოს საჩივარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრიატის კურსდამთავრებული ან მინიმუმ მესამე კურსის სტუდენტი;
** უპირატესობა მიენიჭებათ საარჩევნო სფეროში გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** საარჩევნო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა (სასურველია);
** რუსული ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე (სომხური, აზერბაიჯანული ან/და თურქული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ფორსმაჟორულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ყურადღება! მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი იყოს უპარტიო, მიუკერძოებელი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ყველა საკითხში და არ წარმოადგენდეს/გამოხატავდეს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ინტერესებს.

პირობები: ორგანიზაცია უზრუნველყოფს დამკვირვებელთა ტრანსპორტირებას, კვებას, საკომუნიკაციო ხარჯებს, ასევე დამკვირვებლისთვის გათვალისწინებულია ჰონორარი არჩევნების დღეზე დაკვირვებისათვის, რომელიც შეადგენს 35 აშშ დოლარს ექვივალენტი ლარში (დარიცხული - საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის ჩათვლით). გარდა ამისა, შერჩეულ დამკვირვებლებს ჩაუტარდებათ 2-დღიანი ტრენინგი (თბილისში ან ქალაქგარეთ), დამკვირვებლის უფლება-მოვალეობების, ქცევის წესებისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy.pmmg@gmail.com ან მესენჯერში (ორგანიზაციის ოფიციალურ Facebook-პროფილზე): https://www.facebook.com/PMMG.ORG/

კანდიდატები შეირჩევიან რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის საფუძველზე. PMMG დაუკავშირდება მხოლოდ რეზიუმეების გადარჩევის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს, რომლებსაც ჩაუტარდებათ გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 511 130176.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |