www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Crystal Group
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

"Crystal Group" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:სასტუმროს მიმტანი.

მდებარეობა: კურორტი ბაკურიანი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველთვის მოემსახუროს სტუმრებს მოწესრიგებული გარეგნობით და ღიმილით
** მოამზადოს მაგიდები და გააწყოს მაგიდები სტანდარტის შესაბამისად
** მიაცილოს სტუმარი მაგიდამდე
** გააცნოს მომხმარებელს დღის მენიუ;
** აუხსნას სტუმრებს სხვადასხვა მენიუს შემადგენელი პროდუქტები და მომზადების მეთოდები
** აიღოს შეკვეთა და უზრუნველყოს შეკვეთის დროული მიტანა
** გადაამოწმოს სტუმართან თუ როგორ მოსწონთ საკვები და გამოასწოროს თუ რა პრობლემაა;
** მოამზადოს ჩეკი
** შენიშვნების და უკმაყოფილების შემთხვევაში შეატყობინოს სუპერვაიზერს და უპასუხოს სტუმრის მოთხოვნას
** დარწმუნდეს, რომ შეკვეთა მიწოდებულია სწრაფად, სტანდარტების მაქსიმალური დაცვით;
** შეასრულოს დასუფთავების პროცედურები მოთხოვნისამებრ;
** იცნობდეს მენიუში არსებულ პროდუქტებს, სასმელის მომზადების წესებს;
** შეასრულოს ყველა პროცედურა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვით;
** მზად იყოს კოლეგების დასახმარებლად და საჭიროების შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის გასანაწილებლად;
** სუფთა პირობებში შეინარჩუნოს სამუშაო ტერიტორია და არ დატოვოს ბარში ჭუჭყიანი ჭურჭელი.

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული მეტყველება ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@crystalgroup.com.ge და აუცილებლად მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება "Subject"-ში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |