www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: 4Hospitals
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

კომპანია 4Hospitals - სამედიცინო პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** ახალი სამედიცინო დანიშნულების პროდუქტების და პარტნიორების მოძიება და შერჩევა უცხოურ ბაზრებზე;
** ახალ მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შეთანხმების მიღწევა;
** პროდუქტების ფასების მუდმივი შედარება კონკურენტებთან, მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი საუკეთესო ფასის მისაღებად;
** მოძიებული სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** არსებულ მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და ფასების მუდმივი მონიტორინგი, სააქციო პირობის ფარგლებში ახალი დამატებითი პირობების მიღება;
** შესყიდვის პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის კონტროლი; თანმხლები დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების და ინვოისების კონტროლი;
** სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია, ტრანსპორტირების და საბაჟო პროცედურების კონტროლი;
** ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზება და ხარჯების კონტროლი;
** ყველა სხვა მოვალეობა, რაც დაკავშირებულია უშუალოდ კომპეტენციასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სამედიცინო პროდუქციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ან დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნეთ CV ფოტო სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@4hs.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |