www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი სესხის ოფიცერი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 28 სექტემბერი

"კრედო ბანკის" ვაკანსიას უმცროსი სესხის ოფიცრის პოზიციაზე თბილისში.

"კრედო ბანკი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და წარმოდგენილია 75 ფილიალით. 2017 წელს ჩვენ მივიღეთ საბანკო ლიცენზია და გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე. ჩვენს გუნდში მოხვედრა ბანკისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს, შენი კარიერული წარმატების საწინდარია.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციურ სამუშაო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონემენტს;
** პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს.

გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** მომხმარებლებთან, კომპანიებთან დაკავშირება და მათთვის ყველა ტიპის
** სესხის პირობების გაცნობა და შეთავაზება;
** კლიენტთა შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვების უზრუნველყოფა;
** სესხის ოფიცრის მხარდაჭერა/დახმარება პრომო აქციების ჩატარებაში;
** საჭიროების შემთხვევაში, სესხის ოფიცერის დახმარება სესხის გაცემაში და სესხის დამუშავებაში;
** გაცემული პროდუქტების მონიტორინგის განხორციელება;
** მონიტორინგის პროცესში საგანვადებო სესხის შეთავაზება ყველა კლიენტზე;
** ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
** ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში;

რა ცოდნა და უნარები გვჭირდება შენგან:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ინიციატივის მქონე;
** ყურადღებიანი;

გამოაგზავნე შენი CV ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge წერილის სათაურში მიუთითე ვაკანტური პოზიციის დასახელება: "უმცროსი სესხის ოფიცერი თბილისში".

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 28 სექტემბერი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |