www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: დანი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

კომპანია "Dani" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე!

"დანი" არის ყოფილი "პარკეტ სერვის ჯე". თითქმის 20 წელია რაც კომპანია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ექსკლუზიურ პროდუქციას მხოლოდ ევროპული ქვეყნებიდან.

საუკეთესო ხარისხი, მომსახურების მაღალი სტანდარტი და ფართო არჩევანი არის ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენს კომპანიას ყველა სხვა კონკურენტისაგან გამოარჩევს.

თუკი გსურთ კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გაგება, ეწვიეთ ჩვენს საიტსა (http://www.dani.ge) და ფეისბუქ გვერდს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება
** მომხმარებლის ინფორმირება მიტანის ან სხვა სახის სერვისებთან დაკავშირებით
** გასაყიდი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით შესწავლა და ცოდნა
** გაყიდვების პროცესის ხელშეწყობა
** შოურუმში პროდუქციის განლაგება და მოწესრიგება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით
** არსებული პროდუქციის აღრიცხვიანობის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი
** ასაკი: 23-40
** აუცილებელია ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების (MS OFFICE) ცოდნა
** გაყიდვების სფეროში გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა
** უმაღლესი განათლება სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი

სხვა უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** ორგანიზებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებული

სამუშო პირობები:

** შოურუმი მდებარეობს სამტრედიის 50ში (მტკვრის მარცხენა სანაპიროზე)
** სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
** სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:30
** გამოსაცდელი ვადა: 2 თვე (ანაზღაურებადი)
** ხელფასი: 600-1000 ლარი, გაზრდის პერსპექტივით (სამუშაოს ხარისხისა და მუშაობის სტაჟის გათვალისწინებით)
** თანამედროვე და მოწესრიგებული სამუშაო გარემო
** მეგობრული და პროფესიონალური გუნდი

როგორ დაგვიკავშირდე:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: team.hr.dani@gmail.com

თუკი თქვენი რეზიუმე შეესაბამება კომპანიის მოთხოვნებს, წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ ინტერვიუს თარიღის შესათანხმებლად

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 30 ოქტომბერი

*აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |