www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / განცხადების ვადა: 24 ოქტომბერი

შპს "Construction Service" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის (HR) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: რუსთავი
სამუშაო დრო: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, იურიდიული ან/და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა (რუსული/ინგლისური);

სამუშაოს აღწერა:

** ადამიანური რესურსების ადმინისტრირების პროცესში მონაწილეობა;
** ორგანიზაციის მიზნებისა და სტრატეგიული გეგმის საფუძველზე საკადრო პოლიტიკის ფორმირება;
** ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება;
** კომპანიის ორგანიზაციული დოკუმენტაციის დამუშავება და მართვა
** კომპანიაში მიმდინარე პროცესების სამუშაო ანალიზი;
** კანდიდატების მოზიდვა და შერჩევა;
** შტატების დაკომპლექტება და ახალ მომუშავეთა ადაპტირება
** სამართლებრივი აქტების-ბრძანებების, ხელშეკრულებების მომზადება
** თანამშრომლების ფუნქციების განსაზღვრა და თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება
** თანამშრომელთა პირადი მონაცემებისა ადმინისტრირება.
** ყოველი თვის ჭრილში კომპანიის თანამშრომლებთან ზუსტი სახელფასო მონაცემების მიწოდება ფინანსური დეპარტამენტისათვის.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** კოლეგიალობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** პრიორიტეტების დასახვა;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** პროფესიული განვითარების სურვილი;
** მაღალი დატვირთვით მუშაობის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სწრაფი ადაპტირების უნარი;
** ვადების ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@cs.ge და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება, ან მობრძანდით ჩვენს შემდეგ მისამართზე: რუსთავი, მაზნიაშვილის 2.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |