www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: New Vision Insurance
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / განცხადების ვადა: 24 ოქტომბერი

"New Vision Insurance" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის (საინფორმაციო ოპერატორი) თანამდებობაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაოს აღწერილობა: დაზღვეული/პოტენციური კლიენტების შემოსული ზარების მომსახურება

ფუნქცია მოვალეობები:

** ქოლ-ცენტრში შემოსული ზარების მომსახურება/გადამისამართება
** შემოსული ზარების მონიტორინგი და რეპორტინგი
** ინფორმაციის პროგრამული ასახვა
** Facebook გვერდზე შემოსულ შეტყობინებებზე პასუხი და შემოსული ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის მიწოდება
** კომპანიის დაზღვეულთა პრეტენზიების დაფიქსირება შესაბამის პირთან გადამისამართება და უკუკავშირის დაბრუნება
** კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ინგლისური/რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** MS Office -ის ცოდნა

პიროვნულობა:

** მოტივირებული
** პასუხისმგებლიანი
** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** გუნდური
** მოლაპარაკებების უნარი

სასურველი: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით** .

* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელ. მისამართზე: Vacancy@nvi.ge. სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |