www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მედ-რეგისტრატორი
მომწოდებელი: მედკაპიტალი
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / განცხადების ვადა: 24 ოქტომბერი

შპს "მედკაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას მედ-რეგისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების რეგისტრაცია კლინიკის პროგრამაში
** ფინანსური ანგარიშგების წარმოება სალარო აპარატის და ტერმინალის მეშვეობით
** კლინიკის ექიმებთან ჩაწერის უზრუნველყოფა
** პაციენტთათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და შესაბამის სამედიცინო პერსონალთან გადამისამართება
** კლინიკის პაციენტების საჭირო დოკუმენტაციით უზრუნველყოფა
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო)
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 1 წლისა;
** პრიორიტეტულია კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ენერგიული; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: office@medcap.ge 2020 წლის 24 ოქტომბრამდე. სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება; რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთაღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |