www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქცევითი თერაპევტი
მომწოდებელი: ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

"ხიდი სოციალური ინკლუზიისათვის" მისიაა ხარისხიანი მომსახურებების შექმნა მაღალკვალიფიციური სხვადასხვა დისციპლინის სპეციალისტთა გუნდის მიერ განვითარების რისკის, შეზღუდული ან/და დამატებითი საჭიროების მქონე ბავშვების/მოზარდების განვითარებისა და განათლების, მათი სოციალური ინკლუზიისა და ოჯახების კეთილდღეობისათვის.

ამჟამად ორგანიზაცია ემსახურება 170-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე სხვადასხვა ასაკის ბავშვსა თუ მათ მშობლებს.

პროგრამა: ბავშვთა აუტიზმის პროგრამა (ქუთაისი)
პოზიცია: ქცევითი თერაპევტი
ანაზღაურება: განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის და კვალიფიკაციის მიხედვით, რომელიც ზრდადია კვალიფიკაციის ზრდის პარალელურად.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ინდივიდუალური გრაფიკი)

მინიმალური სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში/მეტყველების თერაპიაში/პედაგოგიკასა ან დაწყებით განათლებაში(პრიორიტეტი ენიჭება ფსიქოლოგებს)
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება(სასურველია ტიპური ან ატიპური განვითარების ბავშვებთან)
** ინგლისურიდა/ან რუსული ენის B-1 დონე (ან დასახელებული ენებიდან ერთი მათგანის მინიმუმ სასაუბრო დონეზე ცოდნა)
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები: Microsoft Office; Power Point, Google Drive.

ზოგადი მოთხოვნები:

** ბავშვთა უფლებების ძირითადი პრინციპების ცოდნა
** პროფესიული განვითარების სურვილი
** მიღწევის მაღალი მოტივაცია
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარები
** ლიდერული უნარ-ჩვევები
** კარგი დროისა და რესურსების მენეჯმენტი

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვის ოჯახთან პირველადი ინტერვიუს ჩატარება;
** ბავშვის შეფასება და შეფასების დასკვნის, რეკომენდაციების დაწერა;
** პროგრამის შემუშავება და მონიტორინგი სუპერვიზიის ქვეშ;
** შეფასების დასკვნის, პროგრამისა და რეკომენდაციების მშობლებისთვის გაცნობა;
** ბავშვთან ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად პროგრამის მიხედვით მუშაობა სუპერვიზორის რეკომენდაციით;
** ქცევათა ჩანაწერების წარმოება;
** ბავშვის ქეისის წარმოება;
** საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება;

სუბორდინაცია და ანგარიშგება: სუპერვიზორთან და პროგრამის კოორდინატორთან

შერჩევის ეტაპები და პროცესები:

კადრის შერჩევა განხორციელდება სამ ეტაპად: მიღებული დოკუმენტების გადარჩევა; წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება და პროფესიული გადამზადება ქცევის გამოყენებითი ანალიზით თერაპიაში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით); სამოტივაციო წერილი და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო დეტალები მისამართზე: vacancybridgefsi@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.facebook.com/BRIDGEsocialinclusion?ref=bookmarks

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 593 23 44 47



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |