www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებელობის მქონე, ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომლებს, რომელთაც სურთ განვითარდნენ ჯანმრთელობისა და სილამაზის ინდუსტრიაში.

სამუშაო განაკვეთი: 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი
ანაზღაურება: 700-750 ლარი

მოვალეობები:

** შემოსულ ზარებზე პასუხი და პაციენტისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება (მომსახურების, ფასების, პირობების და ა.შ.) შესახებ;
** სატელეფონო კონსულტაციის გაწევა პაციენტებისთვის, მათი მოზიდვა და შესაბამის პროცედურაზე ჩაწერა.
** საიტზე შემოსულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა.
** სათანადო მონაცემთა ბაზის შექმნა პაციენტთა შიდა რეგისტრაციის პროგრამაში.
** საჭიროების შემთხვევაში, გამავალი ზარების განხორციელება პაციენტებთან.

ჩვენი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** გამართული მეტყველება, კომუნიკაციის უნარი.
** სასიამოვნო ხმის ტემბრი.
** ჩვენს კომპანიაში მუშაობისა და განვითარების სურვილი;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენებიც ცოდნა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)

ჩვენთან დასაქმებული მიიღებს:

** შრომით ხელშეკრულებას საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, სოციალური გარანტიებით.
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს, (გავითვალისწინებთ თქვენს სურვილებს)
** სტაბილურ ხელფასს შეფერხებების გარეშე;
** სტაჟირებას.
** პროფესიული და მატერიალური ზრდის შესაძლებლობას.
** მიმზიდველ ფასდაკლებას კლინიკის მომსახურებაზე თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის.

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე hr@medi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |