www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ბობერი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიათა ქსელი "ბობერი" ფუნქციონირებს 2014 წლიდან და დღესდღეობით ფლობს 7 სავაჭრო ობიექტს თბილისის მასშტაბით. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შედარების აქტების შედგენა;
** შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ზედნადების დეტალების შემოწმება;
** ელექტრონული ხელმოწერების ადმინისტრირება;
** დღის რეპორტებისა და განხორციელებული შესყიდვების შემოწმება;
** დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** პროდუქციის ატვირთვა კომპანიის ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე;
** შეკვეთების გადამისამართება, კომპეტენტურ პირებთან;
** მომხმარებლის მხრიდან შემოსული შეკითხვებზე პასუხის გაცემა, კომპეტენციის ფარგლებში;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@bober.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განცხადება არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |