www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამისტი
მომწოდებელი: New Vision Insurance
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

"New Vision Insurance" აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის პოზიციაზე.

დაქვემდებარება: ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერილობა: ვებ დეველოპმენტი

ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული სისტემის მხარდაჭერა და განვითარება
** ინოვაციური სისტემების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელია:

** PHP- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** HTML
** CSS- Bootstrap, jQuery
** Mysql - Stored procedures, prepare statements, triggers, events, cursors- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება

სასურველია:

** Net.Core MVC, Entity Framework
** MSSQL

პიროვნულობა:

** მოტივირებული
** პასუხისმგებლიანი
** დეტალებზე ორიენტირებული
** სტრესულ ვითარებაში ეფექტურად მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** ​სიახლეებისკენ სწრაფვა და სწრაფი ათვისების უნარი

Note: საკუთარი პროექტების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმესთან ერთად გადმოაგზავნოთ.

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით** .

* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: Vacancy@nvi.ge.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |