www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი/ოფის-მენეჯერი
მომწოდებელი: IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის/ოფის-მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:30

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოფს ორგანიზაციული მიზნების გაზიარებას ადმინისტრაციული რგოლის ყველა თანამშრომლის მიერ, ასევე მიზნების დაყოფას კონკრეტულ ამოცანებად და განაწილებას შესაბამისი რგოლის ყველა თანამშრომლისათვის;
** კომპანიის საქმეთა მიმდინარეობისას წარმოშობილი პრობლემების იდენტიფიცირება და გადაწყვეტის გზის შეთანხმება ყოველდღიური თათბირებისა და შეხვედრების საშუალებით;
** დადგენილი სტანდარტის შესაბამისად საქმის წარმოების, საარქივო საქმიანობის, შემოსული და გასული კორესპონდენციის, დირექტორის ბრძანებების ადმინისტრირება და მართვა;
** თანამშრომელთა მიერ შესრულებული საქმეების შესახებ პერიოდული (არანაკლებ თვეში ერთხელ) ანგარიშების წარდგენის უზრუნველყოფა;
** ოფისის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვა;
** თათბირების, მიღებებისა და შეხვედრების, კონფერენციებისა, ტრენინგების და სხვა ღონისძიებათა ორგანიზება;
** თათბირებზე დასწრება მდივნის ფუნქციებით, ოქმების შედგენა და თათბირების მონაწილეებთან გაგზავნა.
** კომპანიაში შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ან/და ადრესატთან გადამისამართება;
** კომპანიაში შემოსული მომხმარებლების დახვედრა და შესაბამის პირთან გადამისამართება;
** პრობლემურ კლიენტზე ინფორმაციის მომზადება და ანგარიშის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ოფისის მართვის გამოცდილება;
** დოკუმენტბრუნვისა და საქმის წარმოების გამოცდილება;
** მიზნების მისაღწევად მოქმედებების (ამოცანებად და საქმეებად დაყოფა) დაგეგმვის უნარი;
** შიდა და გარე ნორმატიული დოკუმენტების მიხედვით საქმეების მართვის უნარი;
** ზეპირი და წერილობითი დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ქართული ენაზე გამართული მართლწერა
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სამუშაო დონეზე (working proficiency)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** საქმისა და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;

მხოლოდ ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე:
vacancy-admin@igg.ge 2020 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით.

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ადმინისტრაციული ასისტენტი/ოფის-მენეჯერი", სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |