www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომარაგების თანამშრომელი
მომწოდებელი: უკვე
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

ენერგიული, კომუნიკაბელური, მოტივირებული, პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული - თუ ეს სიტყვები შენს ხასიათს და პროფესიულ მიდგომებს შეესაბამება, მაშინ შენ სწორ ადგილას მოხვდი - შენ "უკვეს" გუნდს სჭირდები.

"უკვე" ეძებს მოტივირებულ მომარაგების თანამშრომელს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება და ექნება საშუალება, რომ გამოავლინოს და გააუმჯობესოს საკუთარი პროფესიულ უნარ-ჩვევები.

ფუნქციები:

** შიდა-გადაზიდვის ზედნადების მიხედვით ფილიალებისთვის პროდუქციის გამზადება და მომარაგება;
** შესასყიდ პროდუქციაზე ობიექტებიდან შემოსული მოთხოვნის ანალიზი და ზედნადების გამზადება მომარაგებისთვის;
** ფილიალების მომარაგება პროდუქციით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი;

პიროვნული თვისებები:

** ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციისა და გუნდთან მუშაობის უნარი;

ჩვენი კომპანიის გარემოში, თანაბრად ფასდება, როგორც პროფესიული გამოცდილება, ასევე კანდიდატის მიერ გამოვლენილი მოტივაცია სწავლისთვის და ახალი უნარების ასათვისებლად. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი, მიუხედავად რანგისა, ასახავს კომპანიის ღირებულებებს თავისი მუშაობის თუ მომხმარებლის ურთიერთობის ეთიკით.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@ukve.ge.

შეხვედრამდე!

"უკვე"-ს გუნდი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |