www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერის ასისტენტი - IFRS სპეცილისტი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, ზუგდიდში, თელავსა და ბათუმში.

კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

"გორგია" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის ასისტენტი - IFRS სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების (Income Statement, Balance Sheet, Cash Flow) მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** მომზადებული ანგარიშგებების ანალიზი და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** დებიტორ-კრედიტორების კონტროლი.
** წლიური ბიუჯეტის დაგეგმვასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება;
** ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობაზე რეგულარული ანგარიშგების მომზადება და წარდგენა; მოსალოდნელი გადახრების იდენტიფიცირება და ბიუჯეტის კორექტირების წინადადებების ინიცირება;
** საინვესტიციო პროექტების ფინანსური ანალიზი;
** კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სისტემებისა და პროცედურების, მარაგების და სხვა აქტივების დაცულობის ანალიზი, სუსტი წერტილების გამოვლენა და რეკომენდაციების მომზადება;
** ხარჯის მუხლების საორიენტაციო მაჩვენებლებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
** ხარჯების შემცირების/ოპტიმიზაციის შესაძლებლობებზე რეკომენდაციების შემუშავება.
** ფინანსური და საგადასახადო შემოწმების პროცესებში აქტიური ჩართულობა.
** საკრედიტო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და დაფინანსების მოპოვებაში მონაწილეობა;
** პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერთან ურთიერთობა, ახალი მოდულების დანერგვაში და სააღრიცხვო სისტემის გაუმჯობესებაში მონაწილოების მიღება;
** ფინანსური განყოფილების სხვა ქვეგანყოფილებებისთვის მეთოდური დახმარება.
** ფინანსური განყოფილების სხვა საქმიანობაში მონაწილეობა და მიმდინარე საქმეების/დავალებების შესრულება.
** შვილობილ კომპანიების ფინანსურ მომსახურებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ფინანსების/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ფინანსების განხრით (განიხილებიან აუდიტორულ კომპანიებში ან ბანკებში სტაჟირება გავლილი ახალკურსდამთავრებულებიც);
** სამუშაო გამოცდილება ფინანსების/აუდიტის მიმართულებით;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** საგადასახადო და სამეწარმეო კანონმდებლობის ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გუნდის მოტივირების და გაძღოლის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემის დამოუკიდებლად იდენტიფიცირებისა და მოგვარების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში:

გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge (ელფოსტაზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |