www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ეპიდემიოლოგი/კონტაქტების მომძიებელი
მომწოდებელი: ახალქალაქის საზ. ჯანდაცვის ცენტრი
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

"ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას: ეპიდემიოლოგი/კონტაქტების მომძიებელი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა: უმაღლესი განათლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ან პროფილაქტიკის, ან სან-ჰიგიენის, ან სამედიცინო, ან სოციალური მეცნიერებები, ან ბიოლოგიური ან ვეტერინარული ფაკულტეტები, ბაკალავრი ან მაგისტრი (ან მაგისტრთან გათანაბრებული) ან იგივე სპეციალობებში დამთავრებული კურსის სტუდენტები.
** სავალდებულოა: კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Power PointOutlook);
** სავალდებულოა: ქართული ენის ცოდნა;
** სასურველია: ინგლისური და /ან სხვა ენ(ებ)ის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** სავალდებულო აღრიცხვას დაქვემდებარებულ გადამდებ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის განხორციელება, დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის/მონაცემების დაზუსტება, კორექტირება და შესაბამისი ბაზაში (EIDSS.LIMS, Lab.Cov სხვა ) მონაცემთა შეყვანა და ანალიზი;
** სამოქმედო ტერიტირიაზე ეპიდაფეთქებების კერებში ეპიდკვლევაში მონაწიელობა, კონტაქტების მოძიება და მიდევნება
** მუნიციპალური/სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება კომპენტენციის ფარგლებში;
** სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლენილი გადამდები დაავადებების ეპიდსიტუაციის მონიტორინგი და ანგარიშგება არსებული მოქმედი წესების შესაბამისად;
** სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედ და დაინტერესებულ სამთავრობო , არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში მონაწილეობა კომპეტენციის პარგლებში.

აუცილებელი პირობა კონკურსში გამარჯვების და სტაჟირების შემდეგ სამსახურში მისაღებად:

** პრეტესტირების გავლა
** სასწავლო კურსის სავალდებულო დასწრება( ონლაინ და დასწრებული ფორმატით);
** მენტორთან ინდივიდუალური და ჯგუფური დავალებების შესრულება;
** სერთიფიკატის მოპოვების მიზნით სასწავლო კურსის დასასრულს პოსტ-ტესტების ჩაბარება და ინდივიდუალური პრეზენტაცის წარდგენა.

სავალდებულო პირობა სამსახურში მიღების შემდგომ: დასაქმებული ვალდებულია დაკავებული თანამდებობა არ დატოვოს თვითნებურად 3(სამის) წლის განმავლობაში.

დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მომდევნო ეტაპზე. დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ აპლიკაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდის (http://www.hr.gov.ge) მეშვეობით.

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა ატვირთოს განათლების და სამუშაო გამოცდელების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (დიპლომი /ცნობა უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებებიდან, სტუდენტის შემთხვევაში დამატებით - შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი, შრომის წიგნაკი ან ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ და სხვა), ასევე მიუთითოს მინიმუმ ერთი რეკომენდატორის გვარი და სახელი , თანამდებობა, ელ- ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადებების გადარჩევა
** გასაუბრება

საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |