www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო განყოფილების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Helix Nebula Capital
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

საინვესტიციო კომპანია "Helix Nebula Capital" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული საოპერაციო მოდელის გაუმჯობესება/ავტომატიზაცია;
** ახალი პროცესების შემუშავება, დანერგვა და მათი შესრულების კონტროლი;
** სასაწყობე მარაგების კონტროლი;
** ლოჯისტიკის, შესყიდვების და საწყობის გუნდის (10 ადამიანამდე) მართვა;
** ლოჯისტიკის სისტემის შემუშავებასა და შექმნაში აქტიური მონაწილეობა;
** გაყიდვების ყოველკვირეული ანალიზი და რეპორტის შესაბამისად შეკვეთების განხორციელების კონტროლი;
** უკან დაბრუნებული პროდუქციის მიღების პროცედურის მართვა;
** საკურიერო კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია და ერთიანი სამუშაო სისტემის შემუშავება;
** არსებულ პარტნიორ კომპანიებთან და საწყობებთან ურთიერთობა;
** ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება პარტნიორ ორგანიზაციებთან და ახალი პარტნიორების მოძიება;
** გაყიდვების განყოფილებასთან სწორი ურთიერთობის დანერგვა და მათ მიერ მიწოდებული შეკითხვების დროული და ეფექტური დამუშავების პროცესის შექმნა;
** გაყიდვების გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია და მათთან ერთად გუნდური მუშაობა;
** ფინანსურ დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაცია და მათთან ერთად გუნდური მუშაობა;
** მიმდინარე პროცესების კონტროლი და მუდმივი სტატუს რეპორტინგი;
** შეკვეთის მიღება-დამუშავება;
** პროცესების ანალიზი და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ლოჯისტიკის და ბიზნესის მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება სატრანსპორტო/სასაწყობე ლოჯისტიკის სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი და დროის მართვა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

თვისებები:

** ტექნოლოგიური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციის მიხედვით;
** კომპანია ასევე უზრუნველყოფს თანამშრომლების უფასო კვებას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@helixnebulacapital.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |