www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 2D და Motion Graphics დიზაინერი
მომწოდებელი: Expani
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

კომპანია "Expani" აცხადებს ვაკანსიას 2D და Motion Graphics დიზაინერის პოზიციაზე.

კომპანია "Expani" არის ანიმაციური სტარტაპ ვიდეო სააგენტო, რომელიც ქმნის გამორჩეულ კონტენტს ვიდეო მარკეტინგის მიმართულებით. ჩვენი სერვისის მომხმარებლები ძირითადად არიან კომპანიები და სტარტაპები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებსაც ვთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას 2D და Whiteboard Animation, Kinetic Typography და Motion Graphics-ის მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების მოზიდვა და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
** შესაბამისი კონცეფციისა და ანიმაციის დაგეგმვა/განხორციელება;
** ციფრული არხებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროგრამების - ADOBE ILLUSTRATOR, ADOBE AFTER EFFECTS ცოდნა;
** ანიმაციური Explainer Video - ს სხვადასხვა სტილის დიზაინის და ანიმაციის ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია გერმანული ენის ცოდნა;
** სასურველია ADOBE ANIMATE, CINEMA 4D, FIGMA ან სხვა პროგრამის ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;

იმისათვის რომ იყოთ ჩვენი გუნდის წევრი, თქვენგან ველით:

** იცოდეთ ანიმაციური ვიდეოს შექმნის საფეხურები და შეგეძლოთ პროექტის დაგეგმვა და მართვა, Briefing-იდან მისი წარმოების ჩათვლით;
** გაინტერესებდეთ ბაზარზე არსებული 2D და Motion Design-ის ტრენდები და გქონდეთ მათი ინტეგრირების სურვილი;
** გესმოდეთ ანიმაციის პრინციპები და შეგეძლოთ ტექნიკურად პრობლემების გადაჭრა;
** გქონდეთ უცხოელ პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება;
** გქონდეთ ცოდნა ანიმაციური ვიდეო მარკეტინგის სფეროში;

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი - 11:00-19:00 საათამდე; პარასკევი - 10:00-16:00 საათამდე (თვეში ერთი day off).

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატთან მოლაპარაკების საფუძველზე. სურვილის შემთხვევაში, თქვენი სახელფასო მოლოდინი შეგიძლიათ მოგვწეროთ მეილზე.

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ სამუშაო გარემოს და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. თუ ფიქრობთ, რომ ხართ მზად იყოთ აქტიური წევრი ჩვენი სტარტაპის ბრენდინგის პროცესში, ხართ მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ინგლისურ ან გერმანულ ენაზე და პორტფოლიო, სადაც იქნება თქვენს მიერ შექმნილი ანიმაცია და მასზე მუშაობის ამსახველი პროცესი, (სურვილის შემთხვევაში სამოტივაციო წერილიც), ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე expani.application@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (2D და Motion Graphics Designer)



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |