www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Automan
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

კომპანია "Automan" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** გაყიდვების ყოველწლიური / კვარტლური გეგმების შემუშავება და მათ შესრულებაზე ზრუნვა;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება - რეპორტინგი;
** გაყიდვების ახალი არხების შემუშავება, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური და კორპორატიული მიმართულებებით;
** შეთავაზებების სპეციალური ფორმის შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება;
** სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებთან ბიზნეს მოლაპარაკების წარმოება;
** მათი ინტერესების გაგება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
** სამოქმედო გეგმის შემუშავება პროდუქტის რეალიზებისთვის - როგორც საცალო ისე B2B ბაზარზე;
** გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა;
** e-mail და სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ დამკვეთებთან;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** მიზანდასახული;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პარტნიორებთან ინდივიდუალური კონტაქტის და მათთვის ინდივიდუალური გადაწყვეტილების მოძებნის უნარი;
** გუნდური მუშაობის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი;
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** აკადემიური მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** იგივე სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაბელურობა;
** ბაზრის ტრენდების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

სამუშაო ადგილი: თბილისი. ბერი გაბრიელ სალოსის #132
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-18:15
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაცია - გამოცდილების მიხედვით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: info@automan.ge და ელ. ფოსტის დასახელებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |