www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვეტერინარი
მომწოდებელი: ინვეტი
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

ვეტერინარული კომპანია "ინვეტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ვეტერინარის/ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

შპს "ინვეტი" საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წლის მანძილზე ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული ვეტერინარული პროდუქციით, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად.

"ინვეტი"-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მოსმახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა. ამჟამად კომპანია ფლობს სამ საწყობსა და 7 ფილიალს საქართველოს მაშტაბით.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

** ვეტერინარულ ფილიალში არსებული პროდუქტების ზედმიწევნით ცოდნა: თითოეულის მახასიათებლებისა და ეფექტების;
** გაყიდვადი და მოთხოვნადი პროდუქტების სათანადოდ წარმოჩენა და გაყიდვების ტექნოლოგიების გაუმჯობესება;
** ფილიალში შემოსული მომხმარებლის მაქსიმალური ინფორმირება პროდუქტებთან დაკავშირებით და დაინტერესება;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა, მსხვილი ფერმერების შემთხვევაში შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან დაკავშირება და გადამისამართება;
** ვეტერინარულ ფილიალში პროდუქტების საჭიროებების დადგენა და შეკვეთების მენეჯერის დროული ინფორმირება;
** ფილიალში მიღებული პროდუქტის ზუსტი აღრიცხვა;
** ფილიალში გასული პროდუქტების სწორად აღრიცხვა და პროგრამაში გატარება;
** გაყიდვების ზრდისთვის იდეების და წინადადებების ინიცირება და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ვეტერინარული მიმართულებით აუცილებელია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის (Word, Excel) Power Point სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია APEX პროგრამის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** სწორი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დატვირთულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

"ინვეტი" გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2020 წლის 02 ნოემბრამდე.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |