www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვებ და გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: Expani
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

კომპანია "Expani" აცხადებს ვაკანსიას ვებ და გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

კომპანია "Expani" არის ანიმაციური სტარტაპ ვიდეო სააგენტო, რომელიც ქმნის გამორჩეულ კონტენტს ვიდეო მარკეტინგის მიმართულებით. ჩვენი სერვისის მომხმარებლები ძირითადად არიან კომპანიები და სტარტაპები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებსაც ვთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას 2D და Whiteboard Animation, Kinetic Typography და Motion Graphics-ის მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

** EXPANI-ს ვებ-გვერდის დიზაინის შექმა და მართვა;
** SEO;
** მომხმარებლების მოზიდვა და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
** ვიდეოს კონცეფციის შემუშავება და დიზაინი;
** ციფრული არხებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროგრამების - ADOBE ILLUSTRATOR, ADOBE AFTER EFFECTS ცოდნა;
** ანიმაციური Explainer Video - ს სხვადასხვა სტილის დიზაინის ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია გერმანული ენის ცოდნა;
** სასურველია სხვა პროგრამის ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;

იმისათვის რომ იყოთ ჩვენი გუნდის წევრი, თქვენგან ველით:

** შეგეძლოთ რთული თემების გაანალიზება და გქონდეთ მათი მარტივად გადმოცემის უნარი;
** გესმოდეთ დიზაინის პრინციპები და შეგეძლოთ ტექნიკურად პრობლემების გადაჭრა;
** გქონდეთ უცხოელ პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება;

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი - 11:00-19:00 საათამდე; პარასკევი - 10:00-16:00 საათამდე (თვეში ერთი day off).

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატთან მოლაპარაკების საფუძველზე. სურვილის შემთხვევაში, თქვენი სახელფასო მოლოდინი შეგიძლიათ მოგვწეროთ მეილზე.

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ სამუშაო გარემოს და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. თუ ფიქრობთ, რომ ხართ მზად იყოთ აქტიური წევრი ჩვენი სტარტაპის ბრენდინგის პროცესში, ხართ მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ინგლისურ ან გერმანულ ენაზე და პორტფოლიო (სურვილის შემთხვევაში სამოტივაციო წერილიც), ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე expani.application@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (Web and Graphic Designer)



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |