www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვიზუალური მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: დრესარიუმი
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

შპს "დრესარიუმი" აცხადებს ვაკანსიას ვიზუალური მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5-6 დღე, 48 საათი
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი; გალერია თბილისი

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** თანამედროვე ბრენდების და მოდის ტენდენციების ცოდნა, გემოვნება და სტილის გრძნობა;
** უცხო ენების ცოდნა-ინგლისური, რუსული (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გამოცდილება მერჩენდაიზინგის, გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წელი.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში პროდუქციის განლაგება სტანდარტის მიხედვით;
** სავაჭრო სივრცის სწორად დაგეგმარება, მანეკენების სტაილინგის ცოდნა;
** ვიტრინების გაფორმება, ფერების სამყაროს კარგი აღქმა, კომპოზიციის შედგენა;
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება;
** კონსულტანტების დატრეინინგება;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება და გაყიდვების გაზრდაზე ზრუნვა;
** კომპანიის მარკეტინგისა და პიარის პროცესების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** აქტიური, მოწესრიგებული, თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** პრობლემის იდენტიფიკაციის და მისი გადაჭრის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info@dressarium.ge და გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |