www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

პოზიციის მიზანი:

კომპანიის სტრატეგიის მიხედვით შესყიდვების პროცესში ჩართულობა და მართვა.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება კომპანიაში არსებული პროცესების შესაბამისად;
** ბაზრის ანალიზი და რეპორტების მომზადება;
** შესაძლო მომწოდებლებთან კომუნიკაცია და ფასების კვლევა, საუკეთესო შეთავაზების მოძიება და შესყიდვის განხორციელება;
** შესყიდვების პროცესში ბუღალტერიასთან და დაკავშირებულ რგოლებთან ინფორმაციის მიმოცვლა;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება;
** კომპანიის მიმდინარე და ახალ პროექტებში შესყიდვების კუთხით ჩართულობა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS ოფისის ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით;
** აუცილებელია მართვის მოწმობა B კატეგორია.

დამატებითი მოთხოვნები:

სასურველია კანდიდატს საკუთრებაში ჰყავდეს ავტომობილი.

უნარები:

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პატიოსნება;
** თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი;
** პროაქტიულობა და ინიციატივების გამოჩენის უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@oppa.ge გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |