www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

კომპანია "ჯიბე Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, შემდეგ ქალაქებში: ოზურგეთი, რუსთავი, ბათუმი, ახალციხე, თელავი, თბილისი (ნავთლუღი).

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.

კონსულტანტის ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიერ შემუშავებული წესების და უსაფრთხოების ნორმების მიხედვით, პროდუქციის განლაგება, თაროებსა და პალეტებზე, მარაგების კონტროლი და მუდმივი შევსება;
** პროდუქციის ვადების სისტემატიური კონტროლი;
** მაღაზიის საწყობის მენეჯერისა და დარბაზის ადმინისტრატორის დროული ინფორმირება მოკლევადიანი პროდუქციის შესახებ;
** პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის და მათი მახასიათებლების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: სასურველია მუშაობის გამოცდილება მონათესავე სფეროში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@jibe.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |