www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი უსაფრთხოების სისტემების მონტაჟზე
მომწოდებელი: Carrefour Georgia
თანდართული ფაილი: 78762_carrefour_1702806.zip
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

ტენდერი შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას" (კარფური), მცირე ფორმატის მაღაზიებისთვის უსაფრთხოების სისტემების და მათი მომდევნო მონტაჟის შესყიდვაზე (Intrusion alarm, Fire Panel Systems, CCTV)

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთერთ ყველაზე სწრაფ მზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფური, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) აცხადებს ტენდერს, მცირე ფორმატის მაღაზიებისთვის უსაფრთხოების სისტემების და მათი მომდევნო მონტაჟის შესყიდვაზე.

ტენდერის პირობები:

** ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მომდევნო 6 თვის განმავლობაში მიაწოდოს კომპანია კარფურს აღნიშნული აღჭურვილობა, ტენდერზე წარდგენილი პირობებით და მომწოდებლის მიერ მოწოდებული "საქონლის" ერთეულის ფასებით. (იხ. მიმაგრებული ფაილები: TASK DESCRIPTION და განფასების ცხრილის ნიმუში (ENG))
** შემოთავაზებაში ღირებულება დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით.

თანდართული ფაილები:

** სააპლიკაციო ფორმა N1. (ინფორმაცია კომპანიის შესახებ);
** TASK DESCRIPTION
** განფასების ცხრილის ნიმუში (ENG)

მოთხოვნები:

** შევსებული და დამოწმებული (ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული) სააპლიკაციო ფორმა N1
** ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის შემოთავაზება (განფასების ცხრილი) (ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული)
** ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (კომპანიის შესახებ);
** დოკუმნტაცია უნდა მოთავსდეს დალუქულ კონვერტში და დაისვას ბეჭედი დალუქვის ადგილზე;
** კონვერტზე უნდა დაიტანოთ ტენდერის დასახელება, თქვენი კომპანიის დასახელება და საკონტაქტო პიროვნების ტელეფონი;
** კონვერტზე უნდა დაიტანოთ მიმღები პიროვნების დავით ჩიჩუას სახელი და გვარი;
** კონვერტი უნდა მოიტანოთ ჩვენი კომპანიის სათაო ოფისის მიმღებში: ისანი ნავთლუღის 8ა, ისანი მოლის მეორე სართულზე, სამუშაო დღეებია ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00, შესვენება 13:00-15:00;
** კონვერტის მიღების ბოლო თარიღია 9 ოქტომბერი -2020 (18:00);

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პიროვნება:

გიორგი გელიტაშვილი
Tel: 595 03 02 49
Email. Ggelitashvili@mafcarrefour.com

ტენდერთან დაკავშირებულ შეკითხვებზე საკონტაქტო პიროვნება:

დავით ჩიჩუა
Tel: 592 279 179
Email. dchichua@mafcarrefour.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |