www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში, კომპანიის სათაო ოფისში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის გამარტივება და ამ გზით ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ექვს ქალაქში 14 ფილიალის სახით.
კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელში წარმოქმნილი პრობლემების ლოკალიზაცია და აღმოფხვრა;
** ორგანიზაციის თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა;
** ოპერაციული სისტემებისა და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია პერსონალურ კომპიუტერებზე;
** პერსონალური კომპიუტერების ტექნიკური ზედამხედველობა;
** კომპიუტერული ტექნიკის დაზიანების ლოკალიზაცია და აღმოფხვრა;
** ორგანიზაციის შიდა IP ტელეფონების ინსტალაცია და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების კონსულტირება კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის საკითხებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია Windows Server 2012/2016/2019 - Active Directory, Domain Controller - თან მუშაობის გამოცდილება;
** ოპერაციული სისტემების ცოდნა;
** აპარატული უზრუნველყოფის დაზიანების დიაგნოსტირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
** * ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა
** კოლეგიალურობა, გუნდურობა, არაკონფლიქტურობა
** სწავლის და განვითარების სურვილი;

განაცხადის შემოტანის ბოლო თარიღია 2020 წლის 2 ნოემბერი, 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს: https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |