www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვებისა და იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 30 ოქტომბერი

"თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან. "თბილღვინოს" ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90 იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე. "თბილღვინოს" გაშენებული ვენახების ფართობმა 270 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულისა და მუკუზნის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, "თბილღვინოს" ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის 2;

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების და წარმოების გეგმის შესაბამისად შესყიდვების გეგმის შემუშავება დადგენილი რეგულარობით;
** არასტანდარტულ ანდა სპეციფიკურ მოთხოვნაზე შესაბამისი კომპეტენტური პირების ჩართვა შესასყიდი პროდუქტის/სერვისის შერჩევისა და მოლაპარაკების პროცესში;
** შესყიდვების გეგმის შესაბამისად უკვე არსებული მომწოდებლების პირობების მოგროვება და ანალიზი;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, როგორც ღირებულებაზე ასევე მოწოდების ვადებზე და სხვა პირობების გაუმჯობესებაზე;
** ახალი მომწოდებლების ძიება, მათი პირობების დადგენა და შედარება არსებულებთან;
** ახალი მომწოდებლების ბაზის უწყვეტი განვითარება;
** იმპორტირების პროცესში შესაბამისი გადამზიდი კომპანიების მოძიება, მოლაპარაკება და ლოჯისტიკის პროცესის მეთვალყურეობა;
** შესყიდვის პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება კანონმდებლობისა და შიდა პოლიტიკის გათვალისწინებით, მათ შორის იმპორტირების პროცესში;
** შესყიდვების დაგეგმვა სტატისტიკაზე და არსებულ მოთხოვნაზე დაფუძნებით, შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით და შეთანხმება მენეჯმენტთან;
** შესასყიდი პროდუქციის ხარისხისა და ფასის ალტერნატივების მომზადება და შესაბამისი სამსახურებისთვის დროული წარდგენა, დადასტურების მიღება მათგან;
** სატრანსპორტო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება საუკეთესო ფასისა და პირობების მოპოვების კუთხით;
** დეფექტური ან კონტრაქტის შეუსაბამო პროდუქციის დაბრუნება მომწოდებელთან;
** საჭიროების შემთხვევაში, მმართველი პირების გადაწყვეტილებით ტენდერების ორგანიზება;
** ტენდერების კრიტერიუმების დადგენა და პარტნიორი ორგანიზაციების შერჩევა;
** განხორციელებული შესყიდვების შესახებ რეგულარული ანგარიშის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური C2;
** რუსული C2;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** წარმოებაში მუშაობის გამოცდილება.

პროფესიული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დავალებების სწორად გადანაწილება;
** პრიორიტეტების სწორად დასახვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სხვა დამატებით ბენეფიტებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 30 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |