www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: ვაკო მოტორსი
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

შპს "ვაკო მოტორსი" 2009 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში. კომპანია "DAF"-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს სთავაზობს თავის მომხმარებელს.

კომპანია სამი მიმართულებით ავითარებს თავის ბიზნესს:

** სატვირთო ავტონაწილები და სერვისი;
** "შევრონის" საავტომობილო ზეთები;
** სატვირთო ავტომანქანები.

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:

** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** დასვენებას უქმე დღეებში და წელიწადში შვებულების 24 დღეს;
** კორპორატიულ და გუნდურ ღონისძიებებს.

შპს "ვაკო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე, წიწამურის ფილიალში.

სამუშაო ფუნქციები:

** ყოველდღიურად საოფისე ფართების დალაგება/დასუფთავება;
** ავეჯის (მაგიდები, კარადები, სკამები) და ტექნიკური აღჭურვილობის გაწმენდა;
** ჭურჭლის გარეცხვა;
** სველი წერტილების დალაგება/დასუფთავება;
** შესაბამისი საშუალებების (ქაღალდები, საპონი) შევსების უზრუნველყოფა;
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა/დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ცხოვრობდეს წიწამურში/მცხეთაში/ზაჰესში;
** მოწესრიგებული, ორგანიზებული, პუნქტუალური;
** თავაზიანი და პასუხისმგებლიანი.

პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათი დღის ჩათვლით, 08:00-15:00 სთ (მათ შორის შესვენება).
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი.

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 497575 (444) ან 597 137512.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |