www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ცოცხალი ძალით დაცულ ობიექტებზე მცველების მუშაობის მონიტორინგი და კონტროლი;
** მცველების შეთანხმებული მუშაობის კოორდინაცია და ინსტრუქტაჟი დასაცავი ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით;
** ცოცხალი ძალით დაცული ობიექტის მუდმივი მონიტორინგი და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელობის მყისიერი ინფორმირება;
** დასაცავ ობიექტზე მცველების დროული გამოცხადების უზრუნველყოფა და ცვლების გადაბარების კონტროლი;
** კომპანიის სტრატეგიული გეგმის შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
** ცოცხალი ძალით დაცვის სტანდარტის ფორმირებაში და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** დაცვის სფეროში სიახლეების, ტენდენციების, რისკების, მუდმივი ანალიზი ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე;
** ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებების შესრულება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ძალოვან სტრუქტურაში ან დაცვის სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია ოფიცრის წოდება;
** სავალდებულოა ავტომობილის B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი;
** ასაკი: 35-45.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ექსტრემალურ სიტუაციაში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** დაძაბულ, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი, ემოციური წონასწორობა;
** ოპერატიული რეაგირება, სიზუსტე, პუნქტუალობა, დისციპლინა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, გუნდური მუშაობის უნარი;
** დიდი მოცულობის სამუშაოს მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურება: 1200 - 1500 ლარი (ხელზე ასაღები).

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |