www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონტენტ მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Expani
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

კომპანია "Expani" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "Expani" არის ანიმაციური სტარტაპ ვიდეო სააგენტო, რომელიც ქმნის გამორჩეულ კონტენტს ვიდეო მარკეტინგის მიმართულებით. ჩვენი სერვისის მომხმარებლები ძირითადად არიან კომპანიები და სტარტაპები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებსაც ვთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას 2D და Whiteboard Animation, Kinetic Typography და Motion Graphics-ის მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

** ჩვენი კომპანიისთვის მარკეტინგულად მომგებიანი კონტენტის დაგეგმვა და დაწერა - ვებსაიტისთვის, სოციალური მედიისთვის, Newsletter, Mailing;
** ბაზრის კვლევა, ანალიზი და სტრატეგიის შემუშავება;
** Outsource პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლების მოზიდვა და მათთან სხვადასხვა ციფრული არხების მეშვეობით კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;
** ანიმაციური ვიდეო მარკეტინგის ბაზრის ცოდნა;
** ინგლისურად და/ან გერმანულად გამართულად წერის და ლაპარაკის უნარი;
** სასურველია სცენარის წერის უნარი;
** სასურველია რომელიმე გრაფიკული Software-ის ცოდნა;

იმისათვის რომ იყოთ ჩვენი გუნდის წევრი, თქვენგან ველით:

** სტრატეგიულ და ანალიტიკურ აზროვნებას;
** გაინტერესებდეთ ბაზარზე არსებული ტრენდები მარკეტინგის და ანიმაციის დარგში;
** იცოდეთ როგორ მართოთ სხვადასხვა ქსელი მაგ: LinkdIn და Instagram;
** თქვენი ტექსტები იყოს კრეატიული და ადვილად გასაგები;
** გქონდეთ ცოდნა ციფრული, მათ შორის სოციალური მედიის განხრით;
** გქონდეთ უცხოელ პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება;

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი 11:00-19:00 საათამდე; პარასკევი - 10:00-16:00 საათამდე (თვეში ერთი day off).

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატთან მოლაპარაკების საფუძველზე. სურვილის შემთხვევაში, თქვენი სახელფასო მოლოდინი შეგიძლიათ მოგვწეროთ მეილზე.

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ სამუშაო გარემოს და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. თუ ფიქრობთ, რომ ხართ მზად იყოთ აქტიური წევრი ჩვენი სტარტაპის ბრენდინგის პროცესში, ხართ მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ინგლისურ ან გერმანულ ენაზე, თქვენი ამ სფეროში გამოცდილების ამსახველი მასალა, (სურვილის შემთხვევაში სამოტივაციო წერილიც), ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე expani.application@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (Content Marketing Manager).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |