www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგ პროგრამა - ადამიანური რესურსების მართვა
მომწოდებელი: რეფრეიმი
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

HR საკონსულტაციო კომპანია "რეფრეიმი" გთავაზობთ ირმა მიქაძის სასერტიფიკატო ტრენინგ პროგრამას ადამიანური რესურსების მართვა.

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაეცნოს ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე ტენდენციებს და შეიძინოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

ტრენინგის თემატიკა:

** ადამიანური რესურსების მართვის მიზანი, ფუნქცია და მიმართულებები
** სამუშაოს აღწერილობა და სამუშაოს ანალიზი
** ორგანიზაციული სტრუქტურა და ორგანიზაციული განვითარება
** პერსონალის მოზიდვა და შერჩევა
** შესრულებული სამუშაოს შეფასება
** პროფესიული განვითარება
** მოტივაციის სისტემები
** სოციალიზაცია და ორგანიზაციიდან გასვლა
** შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი რეგულაცია

ტრენერი:

ირმა მიქაძე - ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი 10+ წლიანი სამუშაო გამოცდილებით. ამჟამად ის არის HR საკონსულტაციო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით პროექტების განხორციელებაზე: ორგანიზაციის სტრუქტურა და ორგანიზაციული განვითარება, შეფასების სისტემის დანერგვა, თანამშრომლების მოზიდვის და შერჩევის პროცედურის დანერგვა, პროფესიული განვითარება, თანამშრომლის სოციალიზაცია, გაცდენების მართვა.

ირმა 2004 წლიდან ატარებს ტრენინგებს ადამიანური რესურსების მართვისა და ლიდერობის მიმართულებით. ირმა არის ISO სერტიფიცირებული ტრენერი მენეჯმენტის და ლიდერობის მიმართულებით.

განრიგი და ფორმატი:

** ტრენინგის მოცულობა - 30 საათი: 10 შეხვედრა, თითო შეხვედრის ხანგრძლივობა 3 საათი
** შეხვედრის პერიოდი: 19 ოქტომბერი - 9 ნოემბერი
** ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, 19.00-22.00 საათები
** ტრენინგი ჩატარდება Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
** ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემა სერტიფიკატები.

ტრენინგის საფასური:

ღირებულება - 350 ლარი.
18 ოქტომბრამდე თანხის სრულად დაფარვის შემთხვევაში ღირებულება - 300 ლარი.

ტრენინგზე რეგისტრაცია - https://bit.ly/36n4L0g

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:info@reframe.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |