www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT-მხარდამჭერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას IT-მხარდამჭერის ვაკანტურ თანამდებობაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მოცემულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Windows ოპერაციული სისტემების ადმინისტრირების ცოდნა; ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირების გამოცდილება და საფუძვლების ცოდნა;

სასურველია:

** Unix/Linux ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** IP-ტელეფონიის საფუძვლების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

მოვალეობები:

** კომპანიის საკუთრებაში არსებული კომპიუტერებისა და ქსელური მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ციფრული სატელეფონო ქსელის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური აპარატურის მოდერნიზაციისა და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა;
** მონაცემების რეზერვირება;
** ორგანიზაციაში მიღებული წესების მიხედვით მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** კომპანიის ქვედანაყოფებს შორის კავშირის შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა;
** თანამშრომელთა კონსულტაცია კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მოხმარების საკითხებში;
** ლოკალური ქსელისა და ინტერნეტის მონიტორინგი და შესაძლო ხარვეზებზე დროული რეაგირება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2020 წლის 5 ნოემბრამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ და OPQ ტესტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |