www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი/ბროკერი, გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: UPhome
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

UPhome არის ახალი კომპანია უძრავი ქონების სფეროში, რომელიც ბევრი სიახლით და თანამედროვე მიდგომებით გამოდის ბაზარზე. UPhome-ის უძრავი ქონების სააგენტოს ინოვაციური პროექტების გასახორციელებლად ესაჭიროება, როგორც გამოცდილი ასევე გამოუცდელი, მოტივირებული და მიზანდასახული კადრები, რომლებიც მზად არიან გამოწვევებისთვის, სიახლეებისთვის და ენერგიული მუშაობისთვის.

უძრავი ქონების სააგენტო "UPhome" აცხადებს ვაკანსიებს:

1. უძრავი ქონების აგენტი/ ბროკერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კრეატიულობა
** მიზანდასახულობა
** მუდმივად განახლებისა და განვითარების სურვილი
** მზადყოფნა შემეცნებისთვის, იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოცდილება დიდია
** ოპტიმისტური და პოზიტიური ხედვები
** გაყიდვების უნარი
** Microsoft-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მაღალ საკომისიო ანაზღაურებას
** ტრენინგებსა და "თიმბილდინგის" აქტივობებს
** კარიერულ განვითარებას
** მეგობრულ და მხიარულ ატმოსფეროს
** ყოველდღიურ სიახლეებსა და რუტინის უარყოფას
** გაყიდვების უნარის დახვეწასა და განვითარებას
** პროგრესს
** სტუდენტებისთვის მოქნილ გრაფიკს

სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
სამუშაო საათები: 12:00-დან 20:00-მდე

ადგილმდებარეობა: თბილისი

2. გაყიდვების აგენტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა
** ინდივიდუალური მიდგომების შერჩევა მომხმარებელთან და გამოსავლის მოძიება განსხვავებულ ქეისებში
** გაყიდვების უნარი
** მიზანდასახულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პოზიტიური და ოპტიმისტურო განწყობა

რას გთავაზობთ ჩვენ:

** დახვეწილ სახელფასო სისტემას
** სასიამოვნო და მეგობრულ ატმოსფეროს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** ტრენინგებსა და "თიმბილდინგის" აქტივობებს
** გაყიდვების უნარის დახვეწასა და განვითარებას

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე

თუ ფიქრობ, რომ შენი ყოველდღიურობა ჩვენი გუნდის წევრობით დადებითად შეიცვლება მაშინ დაგვიტოვე CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Uniprogeo@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |