www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

იმპორტიორი და სადისტიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

"BMS" ქართულ ბაზარზე 2002 წლიდან არსებობს და არის ოცდაათამდე პრემიუმ ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში (Greenfield, Jardin, Jokey, Pasta Reggia, Trolli, Basso, Vileda, Frosch, Emsal და სხვა მრავალი).

ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია შემდეგი პროცესების გამართვასა და მართვაზე:

** პროდუქციის იმპორტი/ექსპორტი და თანმდევი პროცესების მართვა,
** საწყობის პროცესების მართვა და კონტროლი,
** მიწოდების სამსახურის ოპტიმალური ფუნქციონირება და პროცესების კონტროლი,
** პროდუქციის გამწერი ოპერატორების მართვა,
** ავტოპარკის გამართულად ფუნქციონირების კონტროლი,
** თითოეულ დეპარტამენტს გააჩნია კადრები ან/და უშუალო ხელმძღვანელი, ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაა ჰარმონიულად და შეუფერხებლად, ოპტიმალურ პირობებში მართოს ჩამოთვლილი დეპარტამენტები (შეკვეთილი პროდუქციის ჩამოტანა, განბაჟება, დასაწყობება და ობიექტებზე მიტანა).

ძირითადი მოთხოვნები:

** ლოჯისტიკის მენეჯერის, ან/და მსგავს პოზიციაზე გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების საერთაშორისო ლოჯისტიკური საქმიანობის წარმოებისთვის საჭირო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.

აუცილებელი თვისებები:

** ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნება;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** სტრესული სიტუაციების მართვა და პრობლემის ეფექტურად აღმოფხვრა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: t.kalandadze@bms.com.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |