www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტ-დიზაინერი
მომწოდებელი: გალერეა რუმ დიზაინი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

კონცეპტუალური მაღაზია-შოურუმი "გალერეა რუმ დიზაინი" - რომლის ძირითადი და უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად ზრუნავს მომხმარებელს შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-დიზაინერის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ:

"გალერეა რუმ დიზაინი" - ეს არის პერსონალური მომსახურება, საუკეთესო ხარისხის პროდუქცია და მაღალი სტანდარტის შესაბამისი შედეგი, სადაც მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში აღიარებულ ბრენდების უმაღლესი ხარისხის ინტერიერის მოსაწყობ და მოსაპირკეთებელ პროდუქციას, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილ უახლეს კოლექციებს, ნებისმიერი სტილის - ბინების თუ ოფისების სიმყუდროვის და კომფორტის შესაქმნელად.

ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია დავნერგოთ ახალი მიდგომები დიზაინის სფეროში და ავიყვანოთ მომსახურება უმაღლეს საფეხურზე. ჩვენთან ვიზიტისას ირღვევა სტერეოტიპი, რომ ინტერიერის მოწყობის საშუალებები მხოლოდ მასალაა და მათი შეძენა მოსაწყენი პროცესია. ჩვენ ვხდით ამ პროცესს სასიამოვნოს, შემოქმედებითს, კონცეპტუალურს; ვარღვევთ მოსაწყენ საზღვრებს მომხმარებელსა და მომსახურე პერსონალს შორის.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტის ეფექტური, თავაზიანი მომსახურება;
** ინტერიერის დიზაინ-პროექტების მასალების შერჩევა და უშუალო მუშაობა კლიენტებთან.
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მყიდველების კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
** ორიენტირებულობა მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები:

** ასაკი: 23-40 წელი;
** ქართულად გამართული მეტყველება
** სასურველია ინტერიერის დიზაინის სფეროში შესაბამისი უმაღლესი განათლება და ასევე Microsoft Office-ის (Word, Excel) და ასევე, რომელიმე სადიზაინერო პროგრამის ცოდნა
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილების ქონა - მინიმუმ 2-3 წელი
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; მომხმარებლებთან სანდო, საქმიანი და პროფესიონალური ურთიერთობების ჩამოყალიბება; ეფექტური, თავაზიანი მომსახურება შესაბამისი კორპორატიული შინაგანაწესის გათვალისწინებით;
** ობიექტებზე ვიზიტი, დათვალიერება და გაცნობა, შესათავაზებელი პროდუქციის გეგმების აწყობა და შესაბამისი მასალების შეთავაზება, მომხმარებელთა გემოვნების გათვალისწინებით
** სასაუბრო რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა
** სამოტივაციო წერილი.

პიროვნული უნარები:

** კრეატიული;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** ინიციატივიანი;
** გუნდურად მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელური;
** ცვალებად გარემოში სწრაფად და მარტივად ადაპტაცია;
** მოტივირებული და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მქონე დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული ხელფასით, ასევე ბონუს სისტემებით.
** სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00 საათი.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ტესტირება და შედგება პირადი გასაუბრება.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენ გთავაზობთ :

** უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრეინინგ კურსებს და მივლინებებს ევროპის სხვა და სხვა წამყვან ქვეყნებში;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას.

დამატებითი პირობა: გამოსაცდელი ვადა 1-3 თვე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილით, ელექტრონულ მისამართზე: vacancy@roomdesign.ge და სათაურის ველში გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "კონსულტანტ დიზაინერი" (Consultant Designer).

ვებ-გვერდი: www.roomdesign.ge
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/roomdesign.ge/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |