www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება და სწავლება - სოც. მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

სადისტრიბუციო კომპანია "ბორან ლაითი" (ბორან გრუპის შვილობილი კომპანია) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას და სწავლებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 08:30-18:30

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, სანტექნიკის, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: ოსრამი, ლუქსრამი, ტოლსენი, ქროუნი, ეინჰელი, ბლექ & დეკერი და ა.შ.

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

მოვალეობები:

** ინტერნეტ სივრცეში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და მონიტორინგი;
** სოციალური მედიის პლატფორმების მართვა/კონტენტის მომზადება (გუნდთან ერთად);
** ციფრული მარკეტინგის კამპანიების დაგეგმვა ყველა შესაძლო ციფრული არხის გამოყენებით;
** მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის და ონლაინ ტრეფიკის მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი;
** ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიური სიახლეების და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და შემდგომი გამოყენება;
** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით პროექტების მართვა;
** ციფრული არხების ანალიტიკა;

მოთხოვნები:

** ასაკი: 20-22 წელი;
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი ან მე-4 კურსის სტუდენტი;
** სფერო: სასურველია მარკეტინგი, ინფორმაციული ტექნოლოგიები;
** ენები: ქართული - ძალიან კარგი, ინგლისური - კარგად;

უნარები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

დამატებითი მოთხოვნები:

** შემდეგი პროგრამებით მუშაობის გამოცდილება: Facebook ელემენტარულ დონეზე;
** კრეატიული და გუნდურად მომუშავე;

პირობები:

სამუშაო საათები: 08:30-დან 18:30-მდე, შაბათი და კვირა დასვენების დღეა
ანაზღაურება: სტაჟირება 2 თვე ხელფასი 500 ლარი თვეში. თუ წარმატებით გაივლით სტაჟირებას 800 ლარი + დადგენილი საბონუსე სისტემა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ნამუშევრები მისამართზე: a.ioseliani@borun.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |