www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინტერნეტ-მაღაზიის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას ინტერნეტ-მაღაზიის ადმინისტრატორის ვაკანტურ თანამდებობაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** Unix/Linux ოპერაციულ სისტემების ადმინისტრირების გამოცდილება და საფუძვლების ცოდნა; Web-პროგრამირების საფუძვლების ცოდნა; SQL-ის ცოდნა; რომელიმე SQL-სერვერთან მუშაობის გამოცდილება;

სასურველია:

** MySQL - მონაცემთა ბაზების მართვის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** PHP-ს საფუძვლების ცოდნა, Web-გვერდების შექმნისა და Web-პროგრამირების გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

მოვალეობები:

ინტერნეტ-მაღაზიის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, შესაბამისი სისტემისა და მონაცემების ადმინისტრირება; ორგანიზაციაში მიღებული წესების მიხედვით მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სისტემის მონიტორინგი და შესაძლო ხარვეზებზე დროული რეაგირება; ახალი პროექტების ადმინისტრირება;

დამატებითი მოთხოვნები:

** ინგლისურენოვანი ტექნიკური დოკუმენტაციის გარჩევის შესაძლებლობა;
** სხვის მიერ დაწერილ კოდში გარკვევისა და მოდიფიკაციის უნარი;
** ადვილად კითხვადი კოდის დაწერისა და დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
** დოკუმენტების მომზადების უნარი (ტექნიკური დავალებები, სპეციფიკაციები, აღწერები, ინსტრუქციები და სხვა);
** პასუხისმგებლობა, ახალი (უცნობი) სისტემებისა და პროგრამირების საშუალებების გარჩევის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2020 წლის 5 ნოემბრამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ და OPQ ტესტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |