www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების საინვესტიციო კონსულტანტი
მომწოდებელი: DK Capital
გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 9 ნოემბერი

საინვესტიციო კომპანია DK Capital (http://www.dkcapital.ge) აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების საინვესტიციო კონსულტანტის პოზიციაზე თბილისის, ბათუმის, კახეთის და ბაკურიანის ფილიალებისათვის.

დიქეი კაპიტალი ეხმარება მის კლიენტებს განახორციელონ ეფექტური ინვესტირება უძრავ ქონებასა და ტექნოლოგიებში.

ჩვენს შესახებ ციფრებში:

** 15 წლიანი მენეჯმენტის გამოცდილება
** 4 საქართველოს რეგიონი
** 80 საინვესტიციო კონსულტანტი
** 3035 გასაყიდი უძრავი ქონება
** 2133 კმაყოფილი მომხმარებელი
** 10 სხვადასხვა სერვისი
** 19 ტექნოლოგიური პროდუქტი

უძრავი ქონების საინვესტიციო კონსულტანტის მიზანი არის დაეხმაროს მის კლიენტებს უძრავი ქონების შეძენაში

დიქეი კაპიტალი არის კომპანია სადაც თანამშრომელი იღებს:

** ძალიან კარგ სამუშაო გარემოს
** ულიმიტო შემოსავლების მიღების შესაძლებლობას
** დაწინაურების, კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** სწავლის დიდ შესაძლებლობას

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრებს, რომლებსაც აქვთ წარმატების მიღწევისათვის საჭირო შემდეგი თვისებები:

** თქვენ უნდა გქონდეთ ენთუზიაზმი, რომ აქტიურად იმუშაოთ კლიენტებთან
** თქვენ უნდა გამოავლინოთ წარმატების მიღწევის დიდი სურვილი და მოტივაცია
** უნდა გქონდეთ კომუნიკაციის უნარ ჩვევები
** ორგანიზებულობა და დროის სწორი მართვა აუცილებელი პირობაა ჩვენს გუნდში მოსახვედრად.
** არ ვითხოვთ გამოცდილებას და არ გვაქვს შეზღუდვები ასაკთან დაკავშირებით

ჩვენი დანაპირები ვაკანსიასთან დაკავშირებით:

** ჩვენთან არ არის ფიქსირებული ხელფასი, თუმცა გვაქვს მაღალი შემოსავალი შედეგებიდან გამომდინარე. სავარაუდო წლიური შემოსავალი 20 000 ლარიდან - 70 000 ლარამდე მერყეობს.
** საინვესტიციო დირექტორების მხარდაჭერა კლიენტების მომსახურეობის დროს
** ტრენინგები, კლიენტების მომსახურეობის, გაყიდვების და პერსონალური უნარ-ჩვევების განვითარების მიმართულებით, ონლაინ სწავლება,
** დიქეი კაპიტალში არის მიზნებზე და შედეგებზე ორიენტირებული მენეჯმენტის სისტემა

გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: hr@dkcapital.ge და Subject-ში სავალდებულო წესით მიუთითეთ ქალაქის/რეგიონის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |