www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი
მომწოდებელი: კრისტალბეთი
გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

"კრისტალბეთი" - ბუკმეიკინგისა და ონლაინ თამაშების სფეროში წამყვან პოზიციაზე მოღვაწე კომპანია, რომელსაც ინოვაციური, სრულყოფილი, დაცული ონლაინ სათამაშო პორტალი აქვს და მომხმარებელს მომსახურების მხოლოდ საუკეთესო გამოცდილებას სთავაზობს, რაც ნოვატორული და კრეატიული პროდუქტებისა თუ პროექტების და მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული მომსახურების მაღალი სტანდარტის შეთავაზებას გულისხმობს, მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პოზიციაზე.

კომპანიის თანამშრომლებისათვის შეთავაზების პაკეტი მოიცავს: კომფორტულ, მეგობრულ სამუშაო ატმოსფეროს, მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდში გამოწვევებით სავსე გარემოში მუშაობას, კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და დამატებით ბენეფიტებს:

** სამედიცინო დაზღვევა;
** ულიმიტო სატელეფონო პაკეტი;
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული;

მოთხოვნები:

** განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** ​SQL-ის ცოდნა აუცილებელია;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდთან მუშაობის უნარი;

პროდუქტი რომელთანაც მოგიწევთ მუშაობა: TFS - პროექტების მართვის პროგრამა, სადაც იქნება აღწერილი დავალებები.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@crystalbet.com არა უგვიანეს 2020 წლის 5 ნოემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |