www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: განაწილების სპეციალისტი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების "Danone"-ის, "Sadia"-ას და ასევე საკუთარი ბრენდის "Supremo"-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას განაწილების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის 40
ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე)

მოვალეობები:

** პროდუქციის განაწილება შესაბამის ობიექტებზე;
** გასანაწილებელი პროდუქციის ვადების, რაოდენობების და ვიზუალური მახასიათებლების შემოწმება
** განაწილების პროცესში წამოჭრილი პრობლემების მიზეზების გარკვევა და ხელმძღვანელებისთვის შეტყობინება;
** საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრი (ტექნიკური, ბიზნესის ადმინისტრირება);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@gfs.ge

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 05 ნოემბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |