www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის მშენებლობის ინჟინერი
მომწოდებელი: APM Terminals
გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 25 ოქტომბერი

APM Terminals Poti (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) წარმოადგენს ყველაზე დიდ მრავალმიზნობრივ ნავსადგურს საქართველოში, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის ტვირთების და კონტეინერების გადამუშავებას, ასევე აღნიშნულ გადამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის საზღვაო მომსახურების გაწევას. ძირითადად ის ემსახურება როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთის და ცენტრალური აზიის ბაზრებს. ამჟამად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ნავსადგურის გაფართოების პროექტზე, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის მის როლს ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკებისათვის.

APM Terminals Poti გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებს - ნავსადგურის ოპერაციების სიღრმისეულად გაცნობის და ბოლო პერიოდში ყველაზე მასშტაბურ სამშენებლო პროცესში ჩართვის შესაძლებლობას,
** სამუშაოს შესრულებაზე (მიზნებზე) დაფუძნებულ სისტემას,
** სწავლებისა და განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს,
** თანამშრომლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე და გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ გარემოს,
** სამუშაოს და დასვენების ბალანსს,
** მრავალფეროვნებისა და ჩართულობის პრინციპსა და კორპორატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღია სამუშაო კულტურას, დინამიურ, საერთაშორისო გარემოში,
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებისა და სარგებლის სისტემას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.apmterminals.com

სიახლეებსა და ვაკანსიებზე თვალყურის სადევნებლად, გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn ან და Facebook გვერდები.

ნავსადგურის გაფართოების პროექტის ფარგლებში, ამჟამად, კომპანია აცხადებს პროექტის მშენებლობის ინჟინერის ვაკანსიას.

თანამდებობის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე გასაცნობად, ასევე დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის წარსადგენად, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვაკანსიების პორტალს.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 25 ოქტომბერი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განაცხადის წარმოდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ ვაკანსიების პორტალიდან!

ეიპიემ ტერმინალსი მოწოდებულია ხელი შეუწყოს სამუშაო ძალის მრავალფეროვნებას სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა თუ კულტურის კუთხით. შესაბამისად, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ობიექტურ შერჩევის კრიტერიუმებზე დაყრდნობით და გამოირიცხება ნებისმიერ სახის დისკრიმინაცია, საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავდება და დამატებით შეგროვდება შერჩევის პროცესის ფარგლებში, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ზოგადად ან აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის წარმოდგენით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!
ადამიანური რესურსების დეპარტამენტი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |