www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 9 ნოემბერი

ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ზუმერი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.zoommer.ge

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ციფრული ტექნიკისთვის შესაბამისი კონტენტის შექმნა პროდუქტის მახასიათებლების მიხედვით;
** კონკრეტულ პროდუქტებზე ფოტო მასალის მოძიება;
** მოძიებული ფოტოების ფოტოშოპში მცირე დამუშავება და კომპანიის საიტზე განთავსება;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავსი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** Adobe Photoshop-ის დონეზე ცოდნა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "უმცროსი კონტენტ მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |