www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტომატიზების ინჟინერი
მომწოდებელი: სმარტერ ბიზნეს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 9 ნოემბერი

სმარტერ ბიზნეს ჯგუფი აერთიანებს კომპანიებს, რომელთა ძირითადი მიმართულებაც არის ინოვაციური ტექნოლოგიები, ჭკვიანი სახლის სისტემები, შენობა-ნაგებობების ავტომატიზირება და ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე სადგურების მოწყობა. კომპანია "სმარტერი" ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. "სმარტერის" ძირითადი მიმართულებაა შენობა ნაგებობების ავტომატიზირება და ჭკვიანი სისტემების დანერგვა.

კომპანია "სმარტერი" აცხადებს ვაკანსიას ავტომატიზების ინჟინერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** ელექტრო სისტემების ზოგადი მუშაობის პრინციპი!
** KNX / DALI პროტოკოლებთან მუშაობის გამოცდილება!
** აღნიშნულ პროტოკოლების პროგრამირება და გამართვა.
** ETS-ში მუშაობის გამოცდილება!
** ავტომატიზირების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება!
** აღნიშნული მიმართულებით, როგორც დაგეგმვითი ისე აღსრულებითი სამუშაოს წარმოების უნარი!

დამატებითი უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** გუნდში ინტეგრაციისა და მუშაობის უნარი
** ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@smarter.ge და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "სმარტ გრუპი"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |