www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალფა
გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 9 ნოემბერი

"სადაზღვევო კომპანია ალფა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"სადაზღვევო კომპანია ალფა" არის უნივერსალური სადაზღვევო კომპანია დაარსებული ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ჰოლდინგის - "ავერსის" მიერ, რომელსაც ჯანდაცვის კუთხით საქართველოს მოსახლეობის მომსახურების 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია სადაზღვევო სფეროში, კორპორატიული ან SME გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office - პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსულისა და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხიმგებლობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდურობა;
** კრეატიულობა;
** პუნქტუალურობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტის მოძიება, მათი მოთხოვნის შესწავლა;
** სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება;
** შეხვედრების დაგეგმვა /ორგანიზება;
** პროდუქტის პრეზენტაციის წარმოება;
** სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება;
** არსებულ მომხმარებელთა ბაზების კონტროლი/ მუდმივი კომუნიკაცია;
** განახლებული სადაზღვევო პაკეტის შეთავაზება;
** გაყიდვის შემდგომ მომსახურების წარმოება;
** ყოველდღიური შედეგების წარმოება/სამუშაო პროცესის დაგეგმვა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hralpha@alpha.ge გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |